პროექტის სახელწოდება:
„ჩვენი სოფლის ისტორიული ძეგლები და ტრადიციული დღესასწაულები“
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებთან სადამრიგებლო
საათის ფარგლებში საუბრისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებმა ბევრი რამ არ იცოდნენ რაიონში
არებულ კულტურულ ძეგლებზე, რაიონში არსებული
ღირსშესანიშნაობის და ტრადიციული დღესასწაულების შესახებ. ფ თემა აქტუალურია
იმდენად, რამდენადაც წარსულის ისტორიული
მემკვიდრეობის შესწავლა, მათი დაცვა და თუ
შესაძლებელია მათი აღდგენა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.
პროექტში მონაწილენი
პროექტის ხანგრძლივობა
პროექტის მიზნები: მოსწავლეები თავად შეძლებს მოიძიონ
საჭირო მასალები ჩვენი რაიონის
ისტორიული წარსულის შესახებ, მოახდინონ სათანადო ჩანაწერების გაკეთება სლაიდების სახით
და წარუდგინონ შესაბამის აუდიტორიას პრეზენტაციის
დროს.
მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა- ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი
სართველოს ზოგადი განათლების სისტემაში
მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდი შეძლებს: ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების
მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhzt7uBr4KxepVBjde2MCTllhOIv8swqkNGEUcpSnL9A76F1CsdPocxJEot2ln3DRWXOGEwcU8ffF0yuJJ_jpg3krDPJciRNiSfO9Zu9sCA2EIndADJ0yVyozg4XQyNuYCdge74kMF-e4E/s320/20191127_095306.jpg)
ზ)კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს,
რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები
, საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები.
პროექტის ამოცანები:
• დავალებების განაწილება პროექტის მონაწილეებზე.
• ინფორმაციის მოძიება სოფლის უხუცესი მცხოვრებლებისაგან.
• შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა
მოძღვართან
• მოძიებული ინფორმაციის დახარისხება-დამუშავება-შენახვა.
• ურთიერთთანამშრომლობა მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის პერიოდში.
• ბუკლეტების დამზადება და დარიგება მოსწავლეებთან და სოფლის მცხოვრებლებთან.
• კედლის
გაზეთის გამოშვება და სლაიდების შექმნა თემასთან დაკავშირებით.
• პროექტის მონიტორინგი და შეფასება.
• პროექტის პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები უკეთ
გაიცნობენ საკუთარ რაიონში/თემში არსებულ ისტორიული წარსულის შესახებ, რაიონში არსებული ღირსშესანიშნაობის და ტრადიციული დღესასწაულების
შესახებ. მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-
ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარი ასევე
განუვითარდებათ ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები
, საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები.
მოსწავლეები,
მასწავლებლები, მშობლები და გულეიკარის ეკლესიის
მოძღვარი.
მატერიალური რესურსი:
კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული კამერა,
მოძღვარი,. თაბახის ფურცლები ფლომასტერი, მარკერი
და სხვა
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
შევხვდები პროექტში მონაწილეებს, გავაცნობ საპროექტო თემას და დავსვამ რამდენიმე მაპროვოცირებელ შეკითხვებს
საპროექტო თემის
გარშემო. გავარკვევ რა ინფორმაციას ფლობენ
ჩვენს რაიონში არსებული
ღირსშესანიშნაობის და ტრადიციული დღესასწაულების შესახებ.
დასმული კითხვების გარშემო გაიმართება დისკუსია და მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ამ საკითხების უფრო ღრმად შესწავლისათვის
საჭიროა პროექტზე მუშაობა.
მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე სამუშაო გეგმა.
კლასი დაიყოფა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მივცემ სხვადასხვა დავალებას და სათანადო ინსტრუქციებს.
პროექტის პირველი ეტაპი.
ინფორმაციის მოძიება
თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება
სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია
რაიონის/თემის გარშემო.
პირველი ჯგუფის დავალება-მოიძიონ ინფორმაცია ა)რაიონში/ თემში შემავალი: სოფლების სახელწოდების შესახებ მოიძიონ ინფორმაცია
ბ) უძველესი ნამოსახლარების შესახებ
გ) რომელი ლეგენდა არის ცნობილი სოფელზე.
მეორე ჯგუფის დავადება - მოიძიონ ინფორმაცია
ა) რომელი გვარის თავადები ცხოვრობდა
შუა საუკუნეებში ჩვენს რაიონში/სოფელში.
ბ)რაიონში/ თემში დადიანების მმართველობის ბოლო პერიოდის შესახებ.
გ)რომელი ეკლესიები არსებობდა რაიონში/ თემში და რომელი ეკლესია შემორჩა დღემდე.
მესამე ჯგუფის დავალება- მოიძიონ ინფორმაცია
ა)რაიონში/თემში ადრე არსებული ტრადიციული დღესასწაულების შესახებ და ამჟამადაც მოქმედი
დღესასწაულის შესახებ.
პერიოდულად მოხდება პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან შეხვედრა და მოსმენა მათი ინიციატივების შესახებ და მოხდება უკუკავშირი.
პროექტის მეორე ეტაპი-
მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება-დახარისხება.
ჯგუფების მიერ მასალების მოძიების შემდეგ მოსწავლეები
მასწავლებელთან ერთად დაახარისხებენ
ინფორმაციას და გაამზადებენ პრეზენტაციისთვის შესაბამისი ესეებისა
და სლაიდ შოუს სახით. მოძიებული მასალებიდან დაინახავენ პროექტის მონაწილე მოსწავლეები,
თუ რა დიდი ისტორიული წარსული აქვს რაიონს/თემსა და მის მიმდებარე ტერიტორიას.
ასევე გაიგებენ წარსულში არსებული
დღესასწაულების შესახებ და დღეისთვის მოქმედი
დღესასწაულის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის მესამე ეტაპი-
შედეგების შეჯამება და ანალიზი
მოხდება ინტერვიუს ჩაწერა
სოფლის უხუცესი მცხოვრებლებისაგან.
შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა მოძღვართან
მას შემდეგ, როცა მოსწავლეები შეგროვილ მასალებს
შეაჯამებენ გადაწყდება, რომ ჩატარდეს პრეზენდტაცია. ამისათვის ერთობლივად შევიმუშავებთ სცენარს, თუ როგორ ჩატარდეს მსვლელობა. პრეზენტაციამდე მოსწავლეებს გაუნაწილდება საკითხები თუ რომელმა მოსწავლემ
რომელი საკითხი წარმოადგინოს
აუდიტორიის წინაშე
ფლიფჩარტების, სლაიდების და ჩანაწერების სახით.
შეადგენენ კედლის გაზეთს, გაიკვრება სკოლაში თვალსაჩინო ადგილზე.
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები, ინფორმაციის მოძიება
სოფლის უხუცესი მცხოვრებლებისაგან თუ ვერ მოხეხდა ინტერვიუს ავიღებთ ოჯახის წევრებისგან
ასევე შესასრულებელი დავალებების ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება
დახარისხების დროს ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს )
პროექტის ხელმძღვანელი ლეილა
სიმონია
ბიუჯეტი:
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი
სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები
|
პასუხისმგებელი პირი
|
ვადები თვეების მიხედვით
|
დავალებების განაწილება პროექტის მონაწილეებზე.
•
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
ინფორმაციის მოძიება სოფლის უხუცესი მცხოვრებლებისაგან.
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა
მოძღვართან
|
მასწავლებელი
მოსწავლე
|
|
• მოძიებული ინფორმაციის დახარისხება-დამუშავება-შენახვა.
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
ბუკლეტების დამზადება და დარიგება მოსწავლეებთან
და სოფლის მცხოვრებლებთან.
|
მასწავლებელი
მოსწავლე
|
|
კედლის
გაზეთის გამოშვება და სლაიდების შექმნა
თემასთან დაკავშირებით.
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
|
პროექტის პრეზენტაცია.
|
მოსწავლე
მასწავლებელი
|
შეფასება
მონიტორინგი შეფასება
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
პირველი შუალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი მოსწავლეებიმასწავლებელი
|
პროექტოს მიმდინარეობის პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
|
მეორე შვალედური მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის
სქემა
|
|
საბოლოო შეფასება
|
მოსწავლეები
|
პრეზენტაცია ანგარიში
|
მონიტორინგი
პროექტოს მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის ინდიკატორები
|
თარიღი
|
1.ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული
ინფორმაციის სანდოობას
|
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის გამოყენებული
ლიტერატურის ,ინტერნეტ აიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
|
|
2.ვამოწმებთ პროწქტის მიმდინარეობის შესაბამისობას
თემასთან
|
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ
თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
|
3.შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას კგუფის წევრების
შორის
|
|
4.ართმებს თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს
თავს
|
ვაკვირდებით მოსწავლეებს,რამდენად ართმევენ
თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
|
5.იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
|
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის
ლიმიტს
|
No comments:
Post a Comment